logo
ENG



ეზუგბაია: კორონავირუსით დაავადებული არცერთი პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა

13 მარ 202020:01
3 წუთის საკითხავი
 
gz8pm5sv1xsizdz.png

„კორონავირუსით დაავადებული არცერთი პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, პროგრესი არცერთ პაციენტთან არ ფიქსირდება,“ - ამ განცხადებას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მარინა ეზუგბაია აკეთებს. მისი განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები ამ დროისთვის არ ფიქსირდება.

ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის 17 ტესტია აღებული, რომლის პასუხებიც მალე იქნება ცნობილი.

„საბედნიეროდ ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. ამ პერიოდისთვის ჩვენს ცენტრში 53 პაციენტი მკურნალობს. აქედან დადასტურებული 22 შემთხვევაა. დღეს და გუშინ დღის განმავლობაში ჩატარებული ტესტების პასუხებით ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დღეს დილიდან ჩატარდა 11 ტესტი, რომლის პასუხებსაც ეხლა ველოდებით. დღეს დღის მეორე ნახევარში აღებული იქნა კიდევ 7 პაციენტზე ტესტირება.

ჯამში დღეს 17 პაციენტზეა ტესტი აღებული. ვნახოთ შედეგები ალბათ მალევე იქნება. ყველა პაციენტის მდგომარეობა უცვლელია, არცერთის მდგომარეობა არ გაუარესებულა და პროგრესი არცერთ პაციენტთან არ განვითარებულა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.


close დახურვა